მარკო რუბიოს განმარტება

რატომ გადაწყვიტა შეერთებულმა შტატებმა 66 საერთაშორისო ორგანიზაციის დატოვება? – ამ საკითხზე განმარტება სახელმწიფო მდივანმა გაავრცელა. მარკო რუბიოს თქმით, საერთაშორისო სისტემა ასობით გაუმჭვირვალე ორგანიზაციით არის გადატვირთული, რომლებსაც გადაჭარბებული მანდატები, არაეფექტური შედეგები და ცუდი მმართველობა აქვთ. მისი განცხადებით, ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც ოდესღაც სასარგებლო ფუნქციებს ასრულებდნენ, ახლა არაეფექტიან ბიუროკრატიად, პოლიტიზებული აქტივიზმის პლატფორმებად ან ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ინსტრუმენტებად იქცევიან. რუბიომ კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა – გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და კლიმატის ცვლილების შესახებ გაერო-ს კონვენცია, რომლებიც მისივე თქმით, არაეფექტურობას ან ბოროტებას ავლენენ. სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა მსოფლიოს ზურგს აქცევს, უბრალოდ ტრამპის ადმინისტრაცია ინსტიტუტებისგან რეალურ შედეგებს მოითხოვს.