კიდევ ერთი თემა, რომელზეც თბილისში შეფასებები გრძელდება, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ფონდების დაფინანსების პოლიტიკის ცვლილებაა.
შეგახსენებთ, ამ საკითხზე გასული კვირის ბოლოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა. კენიის პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამერიკა ცდილობს, დაანგრიოს აქამდე მოქმედი მოდელი და დაეხმაროს უშუალოდ პარტნიორ ქვეყნებსა და არა არასამთავრობო ორგანიზაციებს.