მარკო რუბიოს განცხადება

21:11, 03.06.2026

ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში წინსვლის მოლოდინი აქვს შტატების სახელმწიფო მდივანს. საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება – ასე უპასუხა მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას , „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკით გამორჩეული კონგრესმენის, ჯო უილსონის შეკითხვას. უილსონმა ტრამპის მარშრუტის ფარგლებში, ამერიკას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე ისაუბრა და ახსენა საქართველო. ულსონმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ტრადიციულად „პროირანულ რეჟიმად და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილად“ მოიხსენია. თქვა, რომ საქართველო გვერდს უვლის თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას რეგიონში. რა უნდა გაკეთდეს, რომ შეჩერდეს სწრაფად მზარდი რადიკალიზაცია, რომელსაც საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობა უწყობს ხელს? – ჰკითხა კონგრესმენმა სახელმწიფო მდივანს. რაზეც რუბიომ უპასუხა რომ საქართველოს ხელისუფლებას განუმარტეს, რისი გაკეთება იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და თბილისიდან გარკვეული პოზიტიური პასუხებიც მიიღეს.

მსგავსი