აშშ-ის სავიზო პოლიტიკაზე და ვიზების გაუქმების საკითხზე, განმარტება გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, სხვადასხვა მიზეზით, 67 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა. რუბიოს განმარტებით, ვიზების გაუქმების რამდენიმე კატეგორია არსებობს. ვიზა არის სტუმრობისთვის და ისინი მთელ მსოფლიოში, ყოველდღე ამბობენ უარს ვიზის გაცემაზე. მარკო რუბიოს თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს მკაცრ შემოწმებას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყანაში შესული ადამიანები არ წარმოადგენდნენ საფრთხეს.