მარკო რუბიოს განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საგარეო დახმარების ახალი ეპოქა აღმოფხვრის ექსტრემალურ იდეოლოგიურ პროექტებს, რომელთა დაფინანსებაც ამერიკელ ხალხს წინა ადმინისტრაციებმა აიძულეს. მარკო რუბიო სახელმწიფო დეპარტამენტის პოსტს აზიარებს, სადაც საუბარია გასული წლის პროგნოზზე, ნათქვამი იყო, რომ USAID-ის დახურვა დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნებოდა. „საგარეო დახმარების ეს ახალი ეპოქა აღმოფხვრის არაეფექტური არასამთავრობო ორგანიზაციების ინდუსტრიულ კომპლექსს და ამერიკელ ხალხს პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს მარკო რუბიო.