მარკეტინგული კამპანიები ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის

საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, დეგუსტაცია-სემინარები და მარკეტინგული კამპანიები – მსოფლიო მასშტაბით ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის 2026 წელს 18 მილიონი ლარი დაიხარჯება.

გასულ წელთან შედარებით ნახევარი მილიონით გაზრდილ ბიუჯეტს ღვინის ეროვნული სააგენტო სამიზნე ბაზრებზე საქართველოში წარმოებული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე დახარჯავს. პარალელურად სააგენტო ქართველ მწარმოებლებს ახალი ბიზნეს-კონტაქტების დამყარებასა და განვითარებაში დაეხმარება. დაგეგმილი აქტივობების მთავარი მიზანი   საექსპორტო მაჩვენებლების გაუმჯობესებაა.