მარკეტინგული კამპანია დიდ ბრიტანეთში

ლონდონის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედნებზე საქართველოს შესახებ სარეკლამო ბილბორდები განთავსდა. საერთო ჯამში, 46 გარე სარეკლამო ბანერი – მოიცავს, როგორც ციფრულ, ასევე სტატიკურ რეკლამას. კამპანიის მიზანია საქართველოს, როგორც ტურისტულად მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოპულარიზაციას ბრიტანულ ბაზარზე. კამპანიის ფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში, ლონდონში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ფოტო კოლაჟებს 17 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ  დიდი ბრიტანეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს.