მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში, Dubai Festival City Mall-ში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალური სტენდით წარსდგა, რომელიც საქართველოს ოთხი სეზონის ამსახველი ვიზუალებით იყო გაფორმებული. სამი დღის განმავლობაში, Dubai Festival City Mall-ის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, ზამთრის კურორტებს, კულტურას, VR სათვალეების საშუალებით ვირტუალურად ემოგზაურათ საქართველოს ოთხ სეზონიან კურორტებზე. დუბაიში გამართული ღონისძიების პარალელურად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან – წამყვან ტუროპერატორებსა და მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.