თურქეთის პრეზიდენტი ხვალ ანკარაში ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს უმასპინძლებს. ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომსაც განიხილავენ. საუბრის თემა ასევე იქნება ნატო-ს მოკავშირეებს შორის თავდაცვითი შესყიდვების დაბრკოლებების აღმოფხვრა და სამხედრო ალიანსის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. მანამდე ერდოღანმა განაცხადა, რომ არ ემხრობა აშშ-ის გადაწყვეტილებას, ნება დართოს უკრაინას, გამოიყენოს ამერიკული ატაკამსის ტიპის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე. პარალელურად, თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და კიევს სამხედრო დახმარებას უწევს.