მარკ რუტეს მოსაზრება

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ჩინეთს შეუძლია რუსეთს სთხოვოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე თავდასხმა. ამის შესახებ მარკ რუტემ „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი განცხადებით, პეკინს შეუძლია ასეთი თხოვნით მიმართოს მოსკოვს, თუ ჩინეთი გადაწყვეტს ტაივანს დაესხას თავს. ამის მიზანი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ევროპელების ყურადღების გადატანა იქნება. რუტე მიიჩნევს, რომ პეკინისა და მოსკოვის შესაკავებლად საჭიროა ორი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა, – ერთი ნატო-ს გაძლიერება, მეორე კი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან თავდაცვით მრეწველობასა და ინოვაციების სფეროში ერთობლივი მუშაობა. ასეთ თანამშრომლობას  დონლად ტრამპის ადმინისტრაციაც აქტიურად უჭერს მხარს.