მარკ რუტეს განცხადება
„ნატო-ს შეუძლია კოლექტიური თავდაცვის მუხლის გამოყენება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა. „ნიუს მაქსთან“ ინტერვიუში რუტემ აღნიშნა, რომ ნატო ოპერაციაში პირდაპირ არ მონაწილეობს, მაგრამ მოკავშირეებს შორის არსებობს „ფართო მხარდაჭერა“ დონალდ ტრამპის მოქმედებების მიმართ, რომლებიც მიმართულია ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ. მარკ რუტეს თქმით, ნატო განზრახ ინარჩუნებს „ბუნდოვანებას“ იმის შესახებ, თუ კონკრეტულად როდის შეიძლება ამოქმედდეს მე-5 მუხლის მექანიზმი, „რათა მოწინააღმდეგეებმა ზუსტად არ იცოდნენ, სად გადის წითელი ხაზი“. რუტემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო, ამავდროულად, ყურადღებით ადევნებს თვალს ალიანსის ტერიტორიის უსაფრთხოებას.