ვლადიმერ პუტინის შესაძლო გეგმებზე საუბრობს ნატო-ს გენერალური მდივანი. მარკ რუტეს თქმით, წარსულში პუტინი იმუქრებოდა, რომ დაიწყებდა ომს და დაიწყო კიდეც – საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 და 2022 წლებში. მისი თქმით, ყველას სურს მშვიდობა, მაგრამ ის ვერ გაგრძელდება, თუ პუტინი უკრაინაში თავისას მიაღწევს, რადგან ის ამაზე არ გაჩერდება. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის ხარჯები თუ არ გაიზრდება, ევროპელებს რუსული ენის კურსების გავლა ან ახალ ზელანდიაში გამგზავრება მოუწევთ. როგორც რუტე ამბობს, ის ღრმადაა შეშფოთებული ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით.