მარკ მარტელი საქართველოშია

წლის სიმღერის დაჯილდოების რიგით მეექვსე ცერემონიალზე „ოქროს ტალღა“ მსმენელის წინაშე ცნობილი კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი წარდგება.

სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა ორგანიზატორებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელი აღიარებულია, როგორც „ქუინის“ სიმღერების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი და თავად ჯგუფის წევრების რჩეული. მარკ მარტელი საღამოზე ლეგენდარული ჯგუფის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.

„ოქროს ტალღა“  11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გამარჯვებულებს 15 ნომინაციაში გამოავლენს.