მარჯანიშვილის თეატრის განახლებული მუზეუმი

მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი განახლდა.

საგამოფენო სივრცეში სარესტავრაციო სამუშაოები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ცნობილი მხატვრების ესკიზები, უნიკალური ფოტოები, აფიშები, საგასტროლო მასალები, ბიოგრაფიული ცნობები და სხვადასხვა საარქივო მასალა თეატრში მოღვაწე  რეჟისორებზე, მსახიობებზე, მხატვრებზე და კომპოზიტორებზე, – ეს ის  დოკუმენტაციაა, რომელიც 90-წლიანი ისტორიის მქონე თეატრის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყვება.