თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის ფაქტზე მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებული ოთხი ჩილიმ-ბარი დაჯარიმდა. შემოწმება თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ჯგუფმა ჩაატარა. დარღვევების აღმოჩენის შემდეგ კი საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ერთ-ერთ ბარში მოქალაქე ჩილიმს ეწეოდა, დანარჩენ სამში კი დანადგარი შიდა სივრცეში იყო განთავსებული, ბარებში არ იყო გაკრული მოწევის ამკრძალავი სპეციალური სტიკერები.
პირველ ეტაპზე ჯარიმა 500 ლარს შეადგენს, ხოლო განმეორებით დარღვევაზე ჩილიმ-ბარების მფლობელებს 1000 ლარის გადახდა მოუწევთ.