მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. პროკურატურა გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმის განხილვისას დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან მათ არ მიეცათ საშუალება საკუთარი მტკიცებულების გამოკვლევის.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე საგამოძიებო უწყებამ ცხრა პირი დააკავა, რომლებსაც სამსახურებრივ გულგრილობას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამშენებლო წესების დარღვევას ედავებიან.