მარიო ბიონდის საღამო თბილისში

ცნობილი იტალიელი მუსიკოსი ქართველ მსმენელთან შესახვედრად ემზადება. ცხრა წლის შემდეგ მარიო ბიონდი საქართველოს ისევ ესტუმრება. სოულისა და პოპის შემსრულებელი ქართველი თაყვანისმცემლების წინაშე ახლად გამოცემული ალბომით წარდგება.

მარიო ბიონდი თბილისს იტალიელ მუსიკოსებთან ერთად ესტუმრება. კონცერტის ფარგლებში კი ორგანიზატორები არაერთ სიურპრიზს აანონსებენ. მათ შორის, იტალიერ ვოკალისტთან ერთად სიმღერას ოპერის მომღერალი, სოფიო გორდელაძე შეასრულებს.