მარინა კალიურანდის განცხადება

მარინა კალიურანდი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ესტონელი ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ დისკუსიაზე მან მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავი შეიკავოს საქართველოში პროვოკაციებისგან და თავისი პოლიტიკური კაპიტალი დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს. მისივე თქმით, უთხრა მიხეილ სააკაშვილს, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.