მარინა ჭავჭანიძე: ნარკოტიკების მოხმარების აკრძალვის მეთოდით შემცირება, წარმოუდგენელია
ნარკოტიკების მოხმარების აკრძალვის მეთოდით შემცირება წარმოუდგენელია – ასეთია ფსიქორეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოლოგის პოზიცია. მარინა ჭავჭანიძე პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბრობს და კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზე მიუთითებს.
სპეციალისტი განსაკუთრებულ ყურადღებას პრევენციაზე ამახვილებს და აცხადებს, რომ ამ კუთხით სკოლებში მუშაობა რაც შეიძლება მცირე ასაკიდან უნდა დაიწყოს.