მარიხუანის კულტივირება - NGO-ების შეფასებები

მარიხუანის კულტივირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებს აფასებენ ეთნიკური უმცირესობების თემეზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ საზოგადოებას არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია და არსებობს რისკები, რომელიც კანაფს უფრო ხელმისაწვდომს გახდის მოზარდებისთვის. მათივე თქმით, რისკების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს.