მარიხუანას მოხმარებაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც გაუქმდეს - პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში

სისხლის სამართლის შემდეგ, მარიხუანას მოხმარებაზე, შესაძლოა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც გაუქმდეს. “გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მარგველაშვილის ერთობლივ სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს.

“გირჩის” ლიდერებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ. მოსარჩელეები იმ ნორმის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში, ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ფულად ჯარიმას.


დატოვე კომენტარი