მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

15:31, 11.01.2018

მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა.

ოჯახისთვის სამძიმრის გამოსაცხადებლად, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, მისი კოლეგები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ცნობილი გახდა, რომ თსუ-ში მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის სტიპენდია დაწესდება და მას ისტორიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი მიიღებს.

ასევე დაწესება ყოველწლიური სამეცნიერო სიმპოზიუმი და გაიხსნება მარიკა ლორთქიფანიძის სახელობის აუდიტორია.

ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დაჯილდოებული იყო  ღირსების ორდენით. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი.

მსგავსი