მარიანა ჩოლოიანის სასამართლო 

სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გამომძიებლის მიმართ, რომელმაც თვითმკვლელობის მცდელობამდე ერთი დღით ადრე ლუკა სირაძე დაკითხა.

მარიანა ჩოლოიანი ისევ კლინიკაში იმყოფება, რის გამოც სასამართლო პროცესი საავადმყოფოში მიმდინარეობს. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. არასრულწლოვნის მიმართ ჩვენების იძულებაში ბრალდებული დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი დანაშაულს არ აღიარებს და დაკითხვის დროს მოზარდზე ზეწოლას უარყოფს.

გიორგი კობერიძე აშუქებს კლინიკაში მიმდინარე სასასამართლო სხდომას.