მარიამობა

21:40, 28.08.2025

დღეს მარიამობაა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ ღვთისმშობლის მიძინებას აღნიშნავს. დილიდან ეკლესია-მონასტრებში სადღესასწაულო ღვთისმსახურება ჩატარდა. საზეიმო ლიტურგია სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში აღავლინა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ, რომელმაც მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და მაცხოვრის დედის მარადიულ ცხოვრებაში გადასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საეკლესიო სწავლების თანახმად, იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმინდა და უბიწო სული ზეცად აამაღლა. მარიამობა უდიდეს თორმეტ დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია და ღვთისმშობლის შობის და ტაძრად მიყვანების დღეებთან ერთად უშუალოდ მარიამ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მსგავსი