მარიამობა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდის მერობის კანდიდატ დათო კოდუასთან და სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად, მარიამობის სადღესასწაულო წირვას კორცხელის ღვთისმშობლის სახელობის მე-17 საუკუნის ტაძარში დაესწრო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ერთობის, მშვიდობისა და საქართველოს მთლიანობისთვის ლოცვა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.