მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი თურქმენეთში
თურქმენეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი დაიწყო. საქართველოს დელეგაციას, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები თურქმენეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მინისტრი თანათავმჯდომარის რანგში საქართველო – თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომას წარუძღვება.