მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი ბაქოში

ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა. მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ორმხრივი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.