მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა მინისტრთან 

21:40, 15.10.2026

არაბთა გაერთიანებული საამიროებში იმყოფება საქართველოს ეკონომიკის მინისტრი. მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრს შეხვდა. ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე და ექსპორტის გასაზრდელად სავაჭრო მისიის ორგანიზებაზე. მინისტრმა კოლეგას საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გააცნო და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივა განიხილა. მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრის მხრიდან გამოითქვა ინტერესი ენერგეტიკის სექტორში საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიმართ. შეფასდა თანამშრომლობა ვაჭრობის სექტორში, განიხილეს საავიაციო სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივა და მსხვილი სატრანსპორტო-ენერგეტიკული პროექტები.

მსგავსი