მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრა China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან
ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაფართოება, მიმდინარე ერთობლივი პროექტები და ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდის ხელშეწყობა იყო ის საკითხები, რომლებიც ჩინური ავიაკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრაზე განიხილეს. China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. განიხილეს ის მარკეტინგული და საორგანიზაციო აქტივობები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდისკენ არის მიმართული.