მარიამ ქვრივიშვილი სამეგრელოში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სამეგრელოში არსებული ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და ანაკლიაში ერთ-ერთი სასტუმროს გახსნას დაესწრო.

მარიამ ქვრივიშვილმა შეკრებილებს სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრასა და სასტუმროს გახსნის ცერემონიალს ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადმინისტრაციის უფროსი და ტურიზმის სფეროში კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.