მარიამ ქვრივიშვილი CNN-ზე

12:25, 04.08.2020

საქართველოს საზღვრები ეტაპობრივად იხსნება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ „სი-ენ-ენ“-ის ეთერში საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიოს პანდემიასთან ბრძოლის წარმატებული მაგალითი აჩვენა.

მისივე განცხადებით, საქართველოში დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროტოკოლებს კერძო სექტორი ზედმიწევნით იცავს.

მსგავსი