მარიამ ხაჭვანის ფილმი ოსკარის შესარჩევ კონკურსში
ქართველი რეჟისორის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს შესარჩევ კონკურსზე მოხვდა. ავტორმა ოსკარის საკვალიფიკაციო უფლების მიღების დასტური რამდენიმე დღის წინ მიიღო. იმისთვის, რომ ქართული ფილმი „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ კინოაკადემიის მოკლე სიაში აღმოჩნდეს, გარკვეული ეტაპების გავლაა საჭირო.
„მემკვიდრეობითი სიჩუმე“ უკვე ატვირთულია კინოაკადემიის სპეციალურ პლატფორმაზე, სადაც ოსკარის ხმის მიმცემ წევრებს მისი ნახვა შეუძლიათ. ქართველი რეჟისორის ნამუშევარი ფემიციდისა და ძალადობის თემაზე გვიყვება. ფილმი რეალურ ისტორიაზეა გადაღებული.