მარიამ დევდარიანის პერსონალური გამოფენა

„აბრეშუმის გალერეაში“ მარიამ დევდარიანის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით „ახალი სიცოცხლე“ ტილოზე აკრილით შესრულებულ 50-მდე ნამუშევარს აერთიანებს. მხატვარი 1998 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა კი 2014 წელს მოეწყო.

„აბრეშუმის გალერეაში“ გამოფენილ ნამუშევრებზე მხატვარი დაახლოებით სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. გამოფენა აბრეშუმის გალერეაში 26 ნოემბრის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი.