„მარია ბუენოს-აირესიდან“ მარჯანიშვილის სცენაზე

ტანგო მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. ასტორ პიაცოლას ცეცხლოვანი რიტმებით, მუსიკოსების არაჩვეულებრივი შესრულებითა და რეჟისორის ორიგინალური დადგმით, „მარია ბუენოს-აირესიდან“ კოტე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაცოცხლდა და ოპერა-ტანგოს პრემიერა შედგა. ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. საპრემიერო ჩვენებები 9, 10 და 11 მარტსაც არის დაგეგმილი.