„კვებითი შუქნიშანი“ – ასე ჰქვია მარი მალაზონიას წიგნს, რომელშიც კვებითი რეჟიმის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბის“ საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართა და ღონისძიებას საქართველოს პირველი არხის რეიტინგული გადაცემის „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ კოლეგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ავტორმა წიგნზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო და გამომცემლობა „ინტელექტის“ მხარდაჭერით გამოსცა.
პირადი ექიმი