მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მიმართვა მრევლს

„აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე! აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც, რადგან უფალმა ორივე სწორედ თქვენ, მის ხატებსა და მსგავსებს მოგანიჭათ სიკეთისთვის და არა ფანატიზმისთვის“, – წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი.

ეპისკოპოსი მრევლს მოუწოდებს სახლში დარჩეს, კონტაქტები შეზღუდოს და სახელმწიფოსა და მედიკოსებს სიტუაციის ეფექტურად მართვაში დაეხმაროს. ეპისკოპოსი ამბობს, რომ მრევლის სახლში დარჩენა ღმერთის უარყოფა არ არის, არც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ ეს არის მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხი.

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი – დარჩით სახლებში აღდგომასაც, დავეხმაროთ სახელმწიფოსა და მედიკოსებს ვითარების ეფექტურად მართვაში