მარგველაშვილს არ დაუკონკრეტებია, გეგმავს თუ არა არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურის წარდგენას

თარიღის დასახელების შემდეგ, პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მარგველაშვილს არც ამჯერად დაუკონკრეტებია, გეგმავს თუ არა მოახლოებული არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურის წარდგენას, რაც შეეხება “ქართული ოცნების” მიერ დამოუკიდებელი კანდიდატის შესაძლო მხარდაჭერას, პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება წინასაარჩევნო კურიოზად უნდა ჩაითვალოს.

გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის არ გეგმავს რომელიმე პარტიაში გაწევრიანებას, რის გამოც შეთავაზებაზე დავით უსუფაშვილს უარი უთხრა.