მარგველაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ერთწლიანი პაუზის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკაში ბრუნდება.

ჯერ უცნობია, გიორგი მარგველაშვილი ცალკე ოპოზიციურ პარტიას შექმნის, თუ რომელიმე გაერთიანებას შეუერთდება. თუმცა მისი ბოლო განცხადებებიდან გამომდინარე, გარკვეული მინიშნებები უკვე კეთდება. ექს-პრეზიდენტი პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილებას 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით ხსნის და ავტორიტარიზმის ნიშნებზე მიუთითებს. „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი ხელისუფლების შესაცვლელად საჭიროდ ოპოზიციური ერთობის გაძლიერებას მიიჩნევს და ამ მიზნის მისაღწევად დიალოგს არც მიხეილ სააკაშვილთან გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მწვავე კრიტიკის და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოხსენიების ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

სალომე ქოქიაშვილი დაინტერესდა, როგორ ხვდებიან მარგველაშვილის გეგმას მისი პოტენციური პოლიტიკური პარტნიორები, რომელთა ნაწილი არცთუ შორეულ წარსულში მარგველაშვილის კრიტიკას არ ერიდებოდა.