თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ძალადობის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ სანქციების გამკაცრება, მათ შორის, გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლა,– განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მარგუს ცაჰკნამ ესტონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კრიზისიდან გამოსვლისა და ნდობის აღდგენის გზა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. მისივე თქმით, საქართველო არსებული კურსით ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება.