მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე პირველ არხზე

საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ინფორმაცია მენეჯმენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს გააცნო.

პრეზენტაცია მოიცავს წინა წლებში არსებულ მდგომარეობას, საკადრო პოლიტიკასა და მის მართვას. ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციის ხარჯებს, განახლებულ ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ გადაიარაღებას, ავტოპარკის განახლებას, ახალ სატელევიზიო ეთერს,  ახალ 7-ენოვან ვებ პორტალს და სატელეფონო აპლიკაციას.

კახა ბექაურმა პირველი არხის ინტეგრირებული ნიუსრუმი და რადიოს განახლებული სტუდია დაათვალიერა.