მარცვლეულის დერეფნის დარღვეული შეთანხმება და გავლენა რეგიონზე

გამოწვევა, რომლის წინაშე მსოფლიო რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ დადგა.

რა საფრთხეებს უქმნის ათეულობით ქვეყანას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა – სანამ ევროკავშირი უკრაინასთან ერთად მარცვლეულის გადაზიდვის ალტერნატიულ სამარშრუტო გზებს ეძებს, მსოფლიო ლიდერები ერთ წლის წინ თურქეთის შუამავლობით და ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად ხელმოწერილი შეთანხმების ცალმხრივად დარღვევით მოსალოდნელ რისკებს აფასებენ. პირველი ნეგატიური ეფექტი ევროპის და ამერიკის ბაზრებზე ხორბლის გაძვირებაა. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ შეთანხმებიდან მოსკოვის გასვლა და უკრაინული მარცვლეულის ისევ საზღვაო ბლოკადაში მოქცევა გარკვეულწილად საქართველოზეც მოახდენს გავლენას. ამიტომ სპეციალისტები ხელისუფლებას მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გაზრდისკენ მოუწოდებენ.