მარჩელო მასტროიანისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა

იტალიელი ლეგენდარული მსახიობი ცნობილი ქართველი ფოტო ხელოვანის ობიექტივში: ფოტოები, რომლებიც იური მეჩითოვმა 1988 წელს, საქართველოში მარჩელო მასტროიანის სტუმრობის დროს გადაიღო, საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი. გამოფენა იტალიური კინოს კვირეულის ფარგლებში იმართება და მიზანი იტალიური კინემატოგრაფისა და კინოინდუსტრიის პოპულარიზაციაა. უნიკალური ფოტო-მასალა ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. ფოტოებში ლეგენდარული მსახიობი ცნობილ ქართველ რეჟისორებთან ერთად არის გადაღებული. ღონისძიებას ორგანიზებას იტალიის საელჩო უწევს. სწორედ იტალიის ელჩმა გახსნა გამოფენა, რომელიც 30 ივნისამდე გაგრძელდება.