მარათონი ფოთში

კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ საზღვაო ქალაქში „ფოთიმარათონი” გამართა. სპორტულ ღონისძიებაში 14 სხვადასხვა ქვეყნის 600 მორბენალი მონაწილეობდა. წელს მარათონს 100 პატარა მორბენალიც შეუერთდა, რადგან პროექტის ფარგლებში ბავშვთა სპეციალური გარბენიც მოეწყო. „ფოთიმარათონი“ სამ დისტანციას აერთიანებს: მონაწილეები 5, 10 და 21-კილომეტრიან მონაკვეთებს ფარავენ. აღსანიშნავია, რომ ეს საქველმოქმედო ღონისძიებაა, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.