მანუჩარ მაჩაიძის სარჩელი

18:39, 29.10.2026

ყოფილი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ ექვს მილიონზე მეტი ლარის ქონების თაღლითურად ჩამორთმევაში ადანაშაულებს. დღეს მან ადვოკატებთან ერთად მედიასთან მომხდარის დეტალებზე ისაუბრა. ფეხბურთელის ინფორმაციით 2009-2010 წლებში, წინა ხელისუფლების პერიოდში, მას იძულებისა და შანტაჟის გზით ლილოში მდებარე რკინა-ბეტონის ქარხანა და რკინიგზის ჩიხი ჩამოართვეს და გადააფორმებინეს აღნიშნული კომპანიისთვის. ადვოკატის თქმით, მიუხედავად 9-წლიანი სასამართლო დავისა, თელავის რაიონულმა სასამართლომ საქმის ხანდაზმულობის მიზეზით უკანონო გარიგებები ძალაში დატოვა. მანუჩარ მაჩაიძე და მისი ადვოკატი სამართლებრივ ბრძოლას აანონსებენ. დღეს გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით პირველი არხი დაუკავშირდა „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“, თუმცა კომპანიაში ამ ეტაპზე კომენტარი არ გააკეთეს.

მსგავსი