„ლაით გალერიში“ გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ვიზუალური არტისტის, მანუჩარ ბენდელიანის გამოფენა გაიხსნა. ეს მხატვრის პირველი პერსონალური ექსპოზიციაა სამშობლოში და ის 30 ნამუშევარს აერთიანებს. გამოფენა 12 ოქტომბერს დაიხურება. მანუჩარ ბენდელიანი პროფესიით კლინიცისტი ფსიქიატრია, თუმცა 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ვიზუალურ ხელოვნებაში. მონაწილეობა აქვს მიღებული ნიუ იორკის, ბერლინის, ლონდონის ჯგუფურ გამოფენებში. მიმდინარე წელს ჩანიშნულია მხატვრის ნამუშევრების ექსპონირება მადრიდში, მომავალ წელს კი, მანუჩარ ბენდელიანი საქართველოში, რიგით მეორე პერსონალურ მასშტაბურ გამოფენას გეგმავს.