მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

ფესტივალს, რომელიც 400-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს, საქართველო პირველად უერთდება.

დღეიდან თბილისი „მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს“ მასპინძლობს. კინო-მოყვარულებს 2 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, მსოფლიოს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები ნახონ და რჩეულიც გამოავლინონ. მაყურებელთა ხმების მიხედვით გადაწყდება, რომელ ფილმს ექნება საქართველოს მხარდაჭერა. ქართველ მაყურებელს არჩევანის გაკეთება 10 ფილმს შორის მოუწევს.