„მანგლისობა 2025“  

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში  სახალხო ღონისძიება „მანგლისობა 2025“ აღინიშნა. მოეწყო საგამოფენო სივრცეები, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ადგილზე მისულ სტუმრებს მანგლისობის სახალხო დღესასწაული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. საღამოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონცერტი გაიმართა, რომელიც „შემოქმედებითი საქართველოს“ პროექტის, „ქართული პოპულარული მუსიკის  საღამოების“ ფარგლებში იმართება.