მანდატურის ინსტიტუტის რეფორმაზე იმსჯელებენ პარლამენტში

მანდატურის ინსტიტუტის რეფორმაზე იმსჯელებენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. დეპუტატებს ცვლილებების არსს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების მოადგილეები გააცნობენ. მთავრობის განმარტებით, კანონპროექტით დაცულია ბალანსი, სკოლაში უსაფრთხოების დაცვასა და ბავშვთა უფლებებს შორის. მიზანი მანდატურის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესება და სამართლებრივ ორგანოებთან მეტი კოორდინაციაა. ცვლილებებით, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოკამერების არსებობა სავალდებულო გახდება. ამასთან, მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალებისა და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს შესაძლებლობა ექნება, მოსწავლის შეყოვნების მექანიზმი გამოიყენოს.