მანდატების გაუქმების საკითხი - პოლიტსაბჭოს სხდომა

უკვე ერთი საათია, მმართველ გუნდში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტ-საბჭოა შეკრებილი და ხვალინდელი კენჭისყრის წინ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას ცდილობს. წინა დღეებში გაკეთებული განცხადებების მიხედვით, სახელისუფლებო პარტიაში ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და მათთვის მანდატების გაუქმებაზე ერთიანი პოზიცია არ არის. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ხვალინდელი კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში წარიმართოს და დეპუტატებს გადაწყვეტილებების მიღება ინდივიდუალურად მოუხდეთ. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ხვალ უმრავლესობის შეხვედრაც იგეგმება, რის შემდეგაც გვეცოდინება, რა პოზიციით წარდგება მმართველი გუნდი ხვალინდელ კენჭისყრაზე.

ნოდარ ჩაჩუა ელოდება პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულებას.