მანდატების გაუქმების საკითხი

ოპოზიციური პარტიები, მანდატების გაუქმების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას აანონსებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლის ფორმები უფრო მწვავე და რადიკალური იქნება. ოპოზიციონერთა ნაწილისთვის მისაღებია რევოლუციური სცენარის განვითარებაც. ამასთან, პარტიები აცხადებენ, რომ ბრძოლის ნებისმიერი ფორმა მშვიდობიანი იქნება. ნაწილი თანახმაა მოლაპარაკებების გაგრძელებაზეც, რაც, მათივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება.